RSS
 

განახლება სექტემბრიდან…

12 Jul

სასიამოვნო ცხელ ზაფხულს გისურვებთ და უამრავ სიახლეს გპირდებით სექტემბრიდან…შეხვედრამდე

 

Stanley jordan – stairway to heaven

12 Jul
YouTube Preview Image

” stairway to heaven”  ყველაზე ორიგინალური შესრულება სტენლი ჯორდანის მიერ , ეს გიტარისტი ალბათ ყველაზე ძლიერი და ორიგინალური შემსრულებელია  , უყურეთ და მიიღეთ სიამოვნება , დამერწმუნეთ უდიდეს სიამოვნებას მიიღბეთ :)

 

ამ კვირიდან საიტზე ახალი პოსტები დაიდება

16 May

ყურადღებით იყავით )

 

ჯამორამა – გაკვეთილი მესამე

27 Mar

ბოდიშს გიხდით დაგვიანებული გაკვეთილისთვის. გარკვეული მიზეზების გამო(გამოცდები) არ მეცალა პოსტების დასაწერად.

წარმოგიდგენთ შემდეგ გაკვეთლს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი მუსიკალური დეტალის გაგებაში და ერთ-ერთი ძირითადია ჯამორამას პროგრამაში.

იხილეთ წინა გაკვეთილი ამ ლინკზე

პროგრამა ჯამორამას უფრო ძველი გაკვეთილები და სტატიები ნახეთ აქ

გააგრძელეთ კითხვა…

Read the rest of this entry »

 

Eric Clapton – Change The World(Jamming)

20 Mar
YouTube Preview Image

enjoy)

 
 

ბოდიში შეფერხებისთვის…

19 Mar

კაუკასუსის “ულიმიტო” “ევროპული” ინტერნეტის “ხელშეწყობით” ცოტა დავაგვიანე ახალი სტატიების დადება. ხვალიდან გავაქტიურდები ძველებურად. ბას გიტარის გაკვეთლებზე იყო თხოვნა ნიკოლოზისგან(Nikolozzi) და აუცილებლად დავდებ მაგასაც. დროებით..

 

SRV – Texas Flood

15 Mar
YouTube Preview Image

ჩემი საყვარელი ბლუზმენის შესანიშნავი კომპოზიცია.

ავტორი: Frehley(ლაშა ჩანქსელიანი)

 
 

აკორდების აგებულება და მათი სახელების ახსნა(D7,Emaj7…)

12 Mar

384401502_07b98d5247

როდესაც გიტარისტები სიტყვა “თეორიას” იგებენ, რატომღაც მათი უმეტესობა უკანმოუხედავად გარბის. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ არც ჯიმი ჰენდრიქსმა, არც ბი.ბი. კინგმა და არც კლაპტონმა გიტარის სწავლისას მუსიკის თეორია(ნოტები) არ იცოდნენ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ თეორია არც ისეთი საშიშია, როგორც ჩანს, მითუმეტეს გიტარაზე.

ჩემი აზრით ამ ბლოგზე დადებული მასალებში, ეს პოსტი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან მასში ბევრი ისეთი დეტალია ახსნილი, რომელიც გიტარაზე დამკვრელთა უმეტესობას ურთულესად მიაჩნია და ეზარება მათი სწავლა. პირადად მეც მოყვარულის დონეზე ვარ ჯერ-ჯერობით და ჩემთვის ყველაზე საინტერესო ინფორმაცია მივიღე ამ სტატიიდან იმის შესახებ თუ რატომ ჰქვია აკორდებს ესა თუ ის ასო, ან ასო და რაიმე ციფრი(7,9 და ა.შ.)

მასალა საკმაოდ ბევრია, ამიტომ ორ ნაწილად დავყოფ. პირველ ნაწილში შევეხდები ფარდა ავხადო აკორდების აგებულებას, ხოლო შემდეგ უკვე განვიხილო გამონაკლისები და იშვიათი აკორდების სქემები. მეორე ნაწილიც მალევე დაიდება, ისე რომ ყურადღებით იყავით. გადავიდეთ განათლებაზე…

Read the rest of this entry »

 

პიკით დაკვრის მეთოდები გიტარაზე

11 Mar

პიკი იგივე პლექტრუმი, იგივე მედიატორი(ამ სახელითაც მოიხსენიებენ) უკვე განვიხილეთ ბლოგზე. პლექტრუმზე თემა შეგიძიათ იხილოთ ამ ლინკზე გადასვლით. მეზარება პლექტრუმის წერა, თანაც მაინც ყველა პიკით იცნობს, ამიტომ ჩვენც პიკი დავუძახოთ, ხოლო პიკით გიტარაზე დაკვრას პიკინგი დავარქვათ.

482811293_e2cf5c1e16

ჩამოვთვალოთ პიკინგის ძირითადი მეთოდები, რომლებსაც თანამედროვე მსოფლიოში იყენებენ:

  • ალტერნატიული პიკინგი(Alternate Picking) – არის ძირითადი დაკვირის მეთოდი, რომელიც გიტარისტმა პირველად უნდა ისწავლოს.
  • შებრუნებული (ალტერნატიული) პიკინგი(Reverse Alternate Picking)
  • სვიპ პიკინგი(Sweep Picking) – ქართულად უბრალოდ არ აქვს ამ მეთოდს ზუსტი შესატყვისი – ეს უფრო არაპოპულარული დაკვრის სტილია და ზოგ გიტარისტს ახასიათებს. უფრო ინდივიდუალური, პიროვნებიდან გამომდინარე შეიძლება მისი გამოყენება.
  • ნახევრად ალტერნატიული პიკინგი(Semi-Alternate Picking) – ეს მეთოდი აერთიანებს სვიპ პიკინგისა და ალტერნატიული პიკინგის ელემენტებს. ამ უკანასკნელის სწავლის შემდეგ, რეკომენდებულია ამ მეთოდის ათვისებაც.

ამ სტატიაში შევეცდები ყველასათვის გასაგებად განვიხილო ეს მეთოდები…

Read the rest of this entry »

 

გაწელვითი ვარჯიშები მარცხენა ხელის თითებისთვის

10 Mar

guitar-fretboard

დღეს ტაბლატურის დღეა საიტზე, რადგან ტაბების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომი განვითარებისთვის. ასევე ძლაიან მნიშვნელვანია თითების ისე განვითარება, რომ მომავალში უფრო რთული სავარჯიშოებისა და ნაწარმოებების დაკვრა შეძლოთ. სტატიაში წარმოგიდგენთ მარცხენა ხელის თითების გაწელვის ოთხ სავარჯიშოს. პირველი სავარჯიშო საკმაოდ ადვილია და მისი დაკვრა ბევრს შეუძლია, რასაც დანარჩენ სამზე ვერ ვიტყვი.

მნიშვნელოვანია!

- სავარჯიშოების გასართულებლად(ზოგ შემთხვევაში გასაადვილებლად) ისინი შეგიძლიათ დაუკრათ სათითე დაფის სხვა და სხვა ადგილას. ადვილი დასაკრავი იქნება ქვემოთა მხარეს სადაც ლადები უფრო ახლოს არის ერთმანეთთან, ხოლო ძნელი პირიქით, იქ, სადაც უფრო განიერი ლადებია.

- ნუ დაატანთ ძალას თითებს და ნუ გააკეთებთ დიდხანს იმ სავარჯიშოებს, რომლებიც თითებს გტკენენ. მეორე დღეს უფრო გაგიადვილდებათ მათი კეთება.

- თუ თქვენ შეძლებთ ოთხივე ვარჯიშის გაკეთებას, ესეიგი თქვენი თითები კარგ მდგომარეობაშია.

ახლა კი გადავიდეთ გაკვეთილზე…

Read the rest of this entry »